ფეხბურთი

21:55 | 10.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

"იბერიამ" 22 წლის ბრაზილიელის ტრანსფერი დაადასტურა

თბილისის „იბერიამ“ ბრაზილიელი ფეხბურთელი ლუკას კაფე დაიმატა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

22 წლის გარემარბის კარიერა ძირითადად მშობლიურ ქვეყანას უკავშირდება - თამაშობდა ბოავიშტაში, ინტერ ლიმეირასა და სხვადასხვა ბრაზილიურ კლუბებში, ბოლოს კი სომხურ ვანში გამოდიოდა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე „იბერიამ“ ლუქსემბურგელი მცველი ვაჰიდ სელიმოვიჩის ტრანსფერი დაადასტურა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094078