იტალიის სერია A-ს 24-ე ტურში „ინტერმა“ სტუმრად „სასუოლო“ 5:0 გაანადგურა და კიდევ ერთი განაცხადი გააკეთა ჩემპიონობაზე.
კრისტიან კივუს გუნდმა ნახევარ საათში ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა იან ბისეკის და მარკუს ტურამის გოლებით, რასაც მეორე ნახევარში ლაუტარო მარტინესის, მანუელ აკანჯის და ლუის ენრიკეს გოლები მოჰყვა.
„ინტერი“ ძალიან დამაჯერებლად იგებს ჩემპიონატში მატჩებს და ასე თუ გააგრძელებს, პირველ ადგილში ნამდვილად ვერავინ შეეცილება.
ინტერი სერია A-ში 58 ქულით ლიდერია და „მილანს“ 8 ქულით უსწრებს, მაგრამ თამაშით მეტი აქვს ჩატარებული, მომდევნო ტურში კი „იუვენტუსს“ უმასპინძლებს.
„სასუოლო“ – „ინტერი“ 0:5 (0:2)
გოლები: 0:1 ბისეკი (11), 0:2 ტურამი (28), 0:3 ლაუტარო (50), 0:4 აკანჯი (54), 0:5 ლუის ენრიკე (89)







