სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

14:00 | 8.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ბატისტუტა: "ჩემი გამოცდილებით "ფიორენტინას" დახმარება შემეძლო, მაგრამ არავის დაურეკავს"

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა გაბრიელ ომარ ბატისტუტამ განაცხადა, რომ კარიერის დასრულების შემდეგ „ფიორენტინადან“ კლუბში სამუშაოდ შეთავაზება არ მიუღია.

არგენტინელი ამ ფაქტით გულდაწყვეტილია და ამბობს, რომ მისი გამოცდილებით შეეძლო ფლორენციულ კლუბს დახმარებოდა:

„ჩეკი გორის (ფიორენტინას ყოფილი პრეზიდენტი - რედ) შემდეგ კლუბმა ორჯერ შეიცვალა ხელმძღვანელობა და არავინ დამიძახა. ეს მტკივნეული იყო. შემეძლო კლუბს ჩემი გამოცდილებით დავხმარებოდი. სიამოვნებით მივიღებდი „ფიორენტინასგან“ ზარს, კარგი იქნებოდა, მაგრამ არ ვარ ისეთი ადამიანი, ვინც რაღაცებს ითხოვს.

რა განცდა მექნებოდა, ეს რომ მოხდეს? პირველ რიგში, ვიგრძნობდი, რომ მაფასებენ. ყველაფერი, რაც გაიღე, ყველა მსხვერპლი, ფუჭი არ ყოფილა. რომ შემეძლოს, ახლავე გავიდოდი მოედანზე „ფიორენტინას“ დასახმარებლად“, - თქვა ბატისტუტამ.

შეგახსენებთ, რომ გაბრიელ ბატისტუტა „ფიორენტინაში“ 1991-2000 წლებში თამაშობდა და 331 მატჩში 204 გოლის გატანა მოახერხა. „ფიორენტინას“ მძიმე სეზონი აქვს და სერია A-ში ამჟამად გასავარდნ ზონაშია.

0.166833