სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

13:25 | 8.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

დე როსი: "ფეხბურთი, რომელშიც მე ვთამაშობდი, აღარ არსებობს"

იტალიის სერია A-ს 24-ე ტურში „ნაპოლიმ“ სტუმრად „ჯენოა“ 3:2 დაამარცხა, ბოლო წუთზე გატანილი პენალტით.

პენალტმა პოლემიკა გამოიწვია, ბევრის აზრით, დასანიშნი არ იყო, მაგრამ ფაქტია, რომ მსაჯმა დანიშნა VAR-ზე გადამოწმების შემდეგ და „ნაპოლიმ“ მძიმე ბრძოლაში მოიგო.

„ჯენოას“ მთავარი მწვრთნელი დანიელე დე როსი ძალიან გაბრაზებული იყო და თქვა, რომ ის ფეხბურთი აღარ არსებობს, როდესაც თვითონ თამაშობდა.

„აღარ ვიცი, რა ვთქვა. მე ვიყავი VAR-ის პირველი გულშემატკივარი და ვთამაშობდი მაშინ, როდესაც VAR-ი რომ ყოფილიყო, უფრო ნაკლებად გამძარცვავდნენ, მაგრამ ახლა VAR-ს ძალიან დიდ ძალაუფლებას ვაძლევთ. საზიზღარი წესები გვაქვს! ასეთი პენალტით წაგება მაგიჟებს. ფეხბურთი, რომელშიც მე ვთამაშობდი, აღარ არსებობს. ჩემმა ასისტენტმა მითხრა, რომ ასეთ პენალტს ჩვენ თუ არ დაგვინიშავდნენ, გავბრაზდებოდით და ეს სიმართლეა, მაგრამ უკვე აღარ ვიცი, რომელი სპორტის მწვრთნელი ვარ. ისეთი პენალტია, რომ ფეხბურთი გადაგიყვირდება, მაგრამ ვიმეორებ, საშინელი წესები გვაქვს“, - თქვა დე როსიმ.

0.172872