მიუნხენის „ბაიერნს“ 18 წლის ხორვატი ცენტრალური მცველი ლუკა ვუშკოვიჩი დაუკავშირეს, რომელიც „ტოტენჰემის“ საკუთრებაა, მაგრამ მიმდინარე სეზონში იჯარით „ჰამბურგში“ თამაშობს.
თუმცა, „რეკორდმაისტერის“ დირექტორმა მაქს ებერლმა ეს ინფორმაცია უარყო, მიუხედავად იმისა, რომ ხორვატი ფეხბურთელი შეაქო.
„ის მხოლოდ 18 წლისაა, „ჰამბურგში“ შესანიშნავ სეზონს ატარებს და „ტოტენჰემს“ იმსახურებს. თუმცა, ჩვენც ძალიან მაღალი დონის ცენტრალური მცველები გვყავს. ასევე გვყავს, სტანიშიჩი და იტო, რომლებსაც შეუძლიათ დაცვის ცენტრში თამაში. ასე რომ, არ შეგვიძლია ყველა კარგი ფეხბურთელის დამატება, როგორც ამას ხალხი ამბობს“, - თქვა ებერლმა.
ლუკა ვუშკოვიჩმა მიმდინარე სეზონში „ჰამბურგის“ მაისურით ბუნდესლიგაში ჩატარებულ 17 მატჩში 4 გოლი გაიტანა. ის „ტოტენჰემმა“ 2025 წელს შეიძინა, ხოლო მანამდე ბელგიურ „ვესტერლოში“ თამაშობდა, სადაც ბელგიის ჩემპიონატში ერთ სეზონში 7 გოლი გაიტანა, მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური მცველია.







