ჭადრაკის სასახლეში დასრულდა თბილისის თასის გათამაშება 16-წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის.
ვაჟებში 9-დან 5.5 ქულით პირველობა გიორგი დოლენჯაშვილმა და ლაშა არევაძემ გაინაწილეს. გამარჯვებულებს ნახევარი ქულით ჩამორჩა ლუკა ქორიძე.
გოგონათა შორის საუკეთესო შედეგი – 4.5 ქულა – დალი ნანეიშვილმა აჩვენა. ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვეს: თამარ ონიანმა, ეკატერინე ცომაიამ და ელენე საპანაძემ.