სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

16:52 | 5.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

"გალათასარაიმ" "ბაიერნის" მცველი დაიმატა

სტამბოლის „გალათასარაიმ“ მიუნხენის „ბაიერნიდან“ ფრანგი მცველი საშა ბოე ინათხოვრა.

25 წლის ფეხბურთელი თურქულ კლუბს მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით, მაგრამ გამოსყიდვის უფლებით შეუერთდა.

საშა ბოე „გალათასარაის“ კარგად იცნობს, რადგან ამ გუნდში 2021-2024 წლებში 83 მატჩში 4 გოლი გაიტანა და სწორედ სტამბოლელებიდან გადავიდა „ბაიერნში“, სადაც ფეხი ვერ მოიკიდა - 37 შეხვედრა და 1 გოლი.

0.163962