„ინტერი“ იტალიის თასის ნახევარფინალში გავიდა. კრისტიან კივუს გუნდმა მეოთხედფინალში „ტორინო“ 2:1 დაამარცხა.
პირველი ტაიმის მიწურულს ანგარიში ანჟ-იოან ბონიმ გახსნა, ხოლო მეორე ნახევრის სტარტზე ენდი დიუფმა სხვაობა გააორმაგა. ტურინელებმა მალევე გაქვითეს ერთი გოლი და თამაში დაძაბეს, მაგრამ „ინტერმა“ უპირატესობა შეინარჩუნა.
„ტორინოს“ განაცხადაში ისევ არ ყოფილა საბა საზონოვი, რომელმაც გუნდი ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ვერ დატოვა, არც მწვრთნელი ენდობა და დიდი შანსია, სეზონის მეორე ნახევარშიც სათამაშო პრაქტიკის გარეშე დარჩეს.
„ინტერი“ იტალიის თასის ნახევარფინალში „ნაპოლისა“ და „კომოს“ წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.







