„მონაკომ“ ჩემპიონთა ლიგის განაცხადიდან პოლ პოგბა ამოიღო. მიზეზი ფრანგი ნახევარმცველის ტრავმაა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უცნობია, როდის გამოჯანმრთელდება პოგბა, ამიტომაც, ჩემპიონთა ლიგის სეზონის მეორე ნახევრისთვის ის გუნდის განაცხადში აღარაა.
პოგბას დოპინგზე ჩავარდნის გარდა, ბოლო წლებში ტრავმები ქრონიკულად აქვს, რის გამოც უმეტეს დროს ლაზარეთში ატარებს, ვიდრე მოედანზე.
პოლ პოგბამ მიმდინარე სეზონში „მონაკოს“ მაისურით მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარა.







