ფეხბურთი

17:36 | 4.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ალ-იტიჰადმა" ბენზემას შემცვლელი "ფენერბაჰჩედან" დაიმატა

"ალ-იტიჰადმა", რომელმაც ბოლო ორ დღეში კარიმ ბენზემა და ნგოლო კანტე დაკარგა, "ფენერბაჰჩედან" მაროკოელი ფორვარდი იუსეფ ენ-ნესირი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

ენ-ნესირის სანაცვლოდ არაბულმა კლუბმა 15 მილიონი ევრო გადაიხადა. სწორედ მან უნდა შეცვალოს ბენზემა, რომელიც "ალ-ჰილალში" გადავიდა.

იუსეფ ენ ნესირიმ „ფენერბაჰჩეში“ 2024 წლიდან 77 მატჩში 38 გოლი გაიტანა, მანამდე მთელი კარიერა ესპანეთში აქვს გატარებული, სადაც „სევილიაში“ (196 მატჩში 73 გოლი), „ლეგანესსა“ (53 მატჩი, 15 გოლი) და „მალაგაში“ (41 მატჩი, 5 გოლი) ითამაშა. მაროკოს ნაკრებში მის აქტივში 92 თამაშში 25 გოლია.

0.171945