კოლუმბიის ეროვნული ნაკრების ლიდერი ხამეს როდრიგესი კარიერას MLS-ის კლუბ "მინესოტა იუნაიტედში" გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი გამოცემები ადასტურებენ.
წყაროებზე დაყრდნობით, მხარეებს შორის შეთანხმება თითქმის ყველა საკითხზე მიღწეულია და ყველაფერი სულ მალე გაოფიციალურება. 33 წლის ფეხბურთელი უკვე ამერიკაში იმყოფება, რასაც მის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული სურათიც ადასტურებს. ხამესი "მინესოტას" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
შეგახსენებთ, რომ ხამეს როდრიგესს კარიერის განმავლობაში "რეალის", "ბაიერნის", "პორტუს", "მონაკოს" ღირსებას იცავდა, ბოლოს კი ის ბრაზილიურ "სან პაულოში" თამაშობდა.







