სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

22:50 | 3.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლაპორტა: "ფლიკი ჩვენთან იქამდე დარჩება, სანამ წასვლა თვითონ არ მოუნდება"

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ ჰანსი ფლიკი კლუბში იქამდე დარჩება, სანამ წასვლას თვითონ არ მოინდომებს.

ლაპორტა ძალიან კმაყოფილია გერმანელი სპეციალისტის მუშაობით, რაც მედიასთან არ დამალა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო მისნარი გამოცდილი და კომპეტენტური მქონე ადამიანის ყოლა, მაგრამ თუ ის ფენომენია როგორც მწვრთნელი, კიდევ უფრო ფენომენია, როგორც ადამიანი. იმ დღესვე, როდესაც ის დავნიშნეთ, მივხვდით, რომ მნიშვნელოვან რამეს ვაკეთებდით, რადგან მრავალმხრივი მწვრთნელია და იცის, როგორ მართოს ჯგუფი. სანამ კლუბის პრეზიდენტი ვიქნები, ის იქამდე დარჩება, სანამ წასვლას თვითონ არ გადაწყვეტს“, - თქვა ლაპორტამ.

შეგახსენებთ, რომ ჰანსი ფლიკს „ბარსელონასთან“ მოქმედი კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

0.082516