„ბარსელონას“ ესპანელმა ფორვარდმა ლამინ იამალმა განაცხადა, რომ მთელი კარიერის კატალონიურ კლუბში გატარება სურს.
ფეხბურთელი 2023 წლიდან „ბლაუგრანას“ მთავარ გუნდში თამაშობს.
„ვიმედოვნებ, მთელი ცხოვრება აქ დავრჩები, ყოველდღე დავტკბები, საუკეთესო კლუბსა და მსოფლიოს საუკეთესო ქალაქში“, - ციტირებს იამალის სიტყვებს Mundo Deportivo.
„ბარსელონასთან“ ერთად იამალმა ორჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, სამეფო თასი და ორი ესპანეთის სუპერთასი. 18 წლის ფორვარდმა კატალონიელთა რიგებში ყველა ტურნირზე 134 მატჩი ჩაატარა, 38 ბურთი გაიტანა და 47 საგოლე გადაცემა შეასრულა.







