სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

12:53 | 3.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

უეინ რუნი: „მანჩესტერ იუნაიტედი“ ისევ „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაემსგავსა“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა თავდამსხმელმა უეინ რუნიმ გუნდის დროებით მთავარი მწვრთნელის, მაიკლ კერიკის მართვაზე ისაუბრა. მისი ხელმძღვანელობით „წითლებმა“ პრემიერლიგის სამი მატჩიდან სამივე მოიგეს, დაამარცხეს „მანჩესტერ სიტი“ (2:0), „არსენალი“ (3:2) და „ფულემი“ (3:2).

„„მანჩესტერ იუნაიტედი“ ისევ „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაემსგავსა. ვფიქრობ, მაიკლი შესანიშნავ საქმეს აკეთებს და თუ ის სეზონის ბოლომდე ასე გააგრძელებს, კლუბმა მას მუდმივი სამუშაო უნდა შესთავაზოს“, - ციტირებს რუნის სიტყვებს BBC.

24 მატჩის შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედი“ 41 ქულით სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა და ლიდერ „არსენალს“ 12 ქულით ჩამორჩება.

0.094465