სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

11:09 | 3.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპულმა“ „რენის“ 20 წლის მცველის ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა

„ლივერპულმა“ ფრანგული „რენის“ 20 წლის ცენტრალური მცველის ჟერემი ჟაკეს ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა.

„ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას „რენიდან“ მცველის, ჟერემი ჟაკეს ტრანსფერზე. ის კლუბს 2026/2027 წლების სეზონის წინ შეუერთდება, სამუშაო ნებართვისა და საერთაშორისო ტურნირებზე თამაშის უფლების მიღების შემთხვევაში“, - ნათქვამია „ლივერპულის“ პრესსამსახურის განცხადებაში.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ლივერპული“ დათანხმდა მასში ფიქსირებული თანხის, 66.3 მილიონი ევროს, პლუს პოტენციური 5.7 მილიონი ევროს, გადახდას ბონუსების სახით.

ჟაკე საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრების წევრია.

0.087993