სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

23:59 | 2.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

"რომამ" ესპანელი ფეხბურთელი დაიმატა

„რომამ“ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს მიუნხენის „ბაიერნიდან“ ბრაიან სარაგოსა დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

24 წლის ესპანელი იტალიურ გუნდს იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდა. სარაგოსა მიმდინარე სეზონში „სელტაში“ იყო განათხოვრებული, სადაც 24 მატჩში 2 გოლი გაიტანა, მაგრამ ახლა იჯარით „რომაში“ ითამაშებს.

ბრაიან სარაგოსას „გრანადასა“ და „ოსასუნაშიც“ უთამაშია.

0.089502