ფლორენციის „ფიორენტინამ“ ტურინის „იუვენტუსიდან“ ცენტრალური მცველი დანიელე რუგანი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
32 წლის ფეხბურთელი „იებს“ სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდა, ხოლო სერია A-ში ადგილის შენარჩუნების შემთხვევაში „ფიორენტინას“ მისი გამოსყიდვის ვალდებულება ექნება.
დანიელე რუგანი „იუვენტუსში“ 2012 წელს ჩაირიცხა, ხოლო მთავარ გუნდში 2015 წლიდან თამაშობდა და 157 მატჩში 11 გოლი გაიტანა. მან „ბიანკონერიში“ 13 ტიტული მოიგო.
ამ პერიოდში რუგანი „იუვეს“ „რენში“, „კალიარისა“ და „აიაქსშიც“ ჰყავდა განათხოვრებული.







