„სენტ ეტიენის“ მთავარ მწვრთნელად ფილიპ მონტანიე დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
მონტანიემ ეირიკ ჰორნელანი შეცვალა, რომელმაც გუნდი „ბულონთან“ მარცხის შემდეგ დატოვა.
მონტანიემ ბოლოს „ტულუზას“ მწვრთნელი იყო, ასევე მუშაობდა „ბულონში“, „ვალანსიენში“, „სოსიედადში“, „რენში“, „ნოტინგემში“. „ლანსსა“ და „სტანდარდში“. ის "სენტ ეტიენსაც" იცნობს, რადგან საფეხბურთო კარიერა 1999-2000 წლების სეზონში "მწვანეების" მაისურით დაასრულა.
„სენტ ეტიენი“ ლიგა 2-ში 21 ტურის შემდეგ 34 ქულით მეხუთე ადგილზეა.







