ნიდერლანდების ერედივიზიონის გასული ტურის შემდეგ, ESPN-ის ვერსიით შედგენილ კვირის სიმბოლურ ნაკრებში ქართველი ფეხბურთელი ირაკლი იეგოიანი მოხვდა.
"ექსელსიორის" ქართველი ფეხბურთელი "აიაქსის" წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე სრულად ითამაშა. იეგოიანმა გამორჩეული თამაში ჩაატარა, რაც ავტორიტეტულმა სპორტულმა მედიამ სათანადოდ დააფასა. აღსანიშნავია, რომ ირაკლი ამ სეზონში სიმბოლურ ნაკრებში მესამედ მოხვდა.
ირაკლი იეგოიანი "ექსელსიორის" უცვლელ წევრად ჩამოყალიბდა, მას ერედივიზიონში უკვე 18 მატჩი დაუგროვდა და თავი 3 გოლითა და 2 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა.
შეგახსენებთ, რომ "ექსელსიორისა" და "აიაქსის" მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. როტერდამელ კლუბს 21 ტურის შემდეგ 23 ქულას აქვს და გათამაშების ცხრილში მე-13 ადგილზე იმყოფება.







