ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველმა მიკელ მერინომ მარჯვენა ფეხის ძვლის დაზიანება მიიღო. ტრავმა ფეხბურთელმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ გამართული მატჩის მიწურულს, 25 იანვარს მიიღო.
კლუბის ინფორმაციით, შემდგომმა სამედიცინო შემოწმებებმა და სპეციალისტების შეფასებებმა დაადასტურა, რომ მერინოს ოპერაცია დასჭირდება. ქირურგიული ჩარევა უახლოეს დღეებში ჩატარდება, რის შემდეგაც ფეხბურთელი რეაბილიტაციის პროცესს დაიწყებს. როგორც ლონდონური კლუბის განცხადებით ვიგებთ, ესპანელი ფეხბურთელი მოედანზე დაბრუნებას დიდი ხნის განმავლობაში ვერ შეძლებს, რაც მის მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშსაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
შეგახსენებთ, რომ მიკელ მერინო "არსენალის" ღირსებას 2024 წლიდან იცავს, მას მიმდინარე სეზონში 23 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და თავი 7 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.







