სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

2:05 | 2.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსის" კიდევ ერთი დამაჯერებელი გამარჯვება

იტალიის სერია A-ს 23-ე ტურში ტურინის „იუვენტუსი“ „პარმას“ ესტუმრა, რომელიც 4:1 გაანადგურა.

ლუჩანო სპალეტის გუნდმა ძალიან კარგად დაიწყო და საწყის წუთებში ორჯერ შეეძლო გატანა, მაგრამ ფრანსისკო კონსეისომ ჯერ მეკარეს ვერ აჯობა, შემდეგ ხარიხა შეაზანზარა.

„იუვემ“ სწრაფი გოლი მაინც გაიტანა. მე-15 წუთზე კონსეისაომ შეცდომა საგოლე პასით გამოასწორა და გლეისონ ბრემერმა თავით შეაგდო. ტაიმის მიწურულს სტუმრებმა მეორე და ლამაზი გოლი გაიტანეს, რომელიც ვესტონ მაკკენის აქტივშია (0:2).

მეორე ნახევრის სტარტზე „პარმამ“ თამაში დაძაბა, უფრო სწორად ანდრეა კამბიაზომ, რომელმაც საკუთარ კარში გოლი ქუსლით გაიტანა... თუმცა, „იუვემ“ მალევე აჩვენა, რომ ეს შემთხვევითობა იყო, რადგან სამ წუთში ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა. თავი ისევ ბრემერმა გამოიჩინა, ცენტრალურმა მცველმა დუბლი შეასრულა. 10 წუთის შემდეგ ჯონათან დევიდმაც შეაგდო და 1:4. დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა, ლიოს ოპენდამაც გაიტანა, მაგრამ თამაშგარის გამო გოლი გაუუქმეს. „იუვე“ ლუჩანო სპალეტის ხელმძღვანელობით თამაშიდან თამაშამდე უმატებს და ძალიან ლამაზ ფეხბურთსაც თამაშობს.

„იუვენტუსმა“ ამ გამარჯვებით 45 ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 8 თებერვალს, „ლაციოს“ უმასპინძლებს. „პარმა“ 23 ქულით მე-16 საფეხურს იკავებს.

„პარმა“ – „იუვენტუსი“ 1:4 (0:2)

გოლები: 0:1 ბრემერი (15), 0:2 მაკკენი (37), 1:2 კამბიაზო (51, ა.გ), 1:3 ბრემერი (54), 1:4 დევიდი (64)

0.096372