სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

1:51 | 2.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

"პარი სენ-ჟერმენის" რთული გამარჯვება კვარაცხელიას გარეშე

საფრანგეთის ლიგა 1-ის „პარი სენ-ჟერმენი“ „სტრასბურს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვა.

ლუის ენრიკეს გუნდმა ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე ითამაშა, რომელიც მოგეხსენებათ, ტრავმირებულია, მაგრამ გუნდს მალე უნდა დაუბრუნდეს.

„სტრასბურს“ მეოცე წუთზე კარგი შანსი ჰქონდა გასატანად, მაგრამ ხოაკინ პანიჩელიმ პენალტი ვერ გაიტანა. სამაგიეროდ, ორ წუთში პსჟ დაწინაურდა - სენი მაიულუს გოლით. მასპინძლებმა 27-ე წუთზე გაათანაბრეს, თავი გელა დუემ გამოიჩინა, რომელიც პსჟ-ს ფეხბურთელის, დეზირე დუეს ძმაა.

75-ე წუთზე პარიზელებს აშრაფ ჰაკიმი გაუძევეს, მაგრამ რიცხობრივ უმცირესობაში სტუმრებმა მაინც მოიგეს, რადგან ექვს წუთში ნუნუ მენდეშმა გაიტანა და გამარჯვების გოლის ავტორი გახდა - 1:2.

„პარი სენ-ჟერმენი“ ლიგა 1-ს 48 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ „ლანსს“ ორი ქულით უსწრებს, ხოლო მომდევნო ტურში 8 თებერვალს, „მარსელს“ უმასპინძლებს.

"სტრასბური" - "პარი სენ-ჟერმენი" 1:2 (1:1)

გოლები: 0:1 მაიულუ (22), 1:1 დუე (27), 1:2 მენდეში (81)

0.174342