იტალიის სერია A-ს 23-ე ტურში მილანის „ინტერი“ „კრემონეზეს“ ესტუმრა, რომელსაც ადვილად აჯობა და ლიდერობა განიმტკიცა.
კრისტიან კივუს გუნდმა მატჩის ბედი ნახევარ საათში გადაწყვიტა. ანგარიში ლაუტარო მარტინესმა გახსნა, ხოლო შემდეგ პიოტრ ჟიელინსკიმ უპირატესობა გაზარდა. დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა - „ინტერს“ სურვილ არ ჰქონდა, „კრემონეზეს“ ძალა და კლასი. შესაბამისად, „ნერაძურიმ“ 2:0 მოიგო.
„ინტერი“ 55 ქულით ლიდერობს სერია A-ს და უახლოეს მდევარ „მილანს“ 8 ქულით უსწრებს, მომდევნო ტურში კი 8 თებერვალს, „სასუოლოს“ სტუმრად შეხვდება.







