ფეხბურთი

20:55 | 1.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემა "ალ-იტიჰადს" ტოვებს, მაგრამ საუდის არაბეთში რჩება

ვეტერანი ფრანგი ფორვარდი კარიმ ბენზემა საუდის არაბეთში გუნდს შეიცვლის. ამის შესახებ ცნობილი ინსაიდერი ნიკოლო სკირა იტყობინება.

ბენზემა „ალ-იტიჰადს“ ახალ კონტრაქტზე შეუთანხმებლობისა და კონფლიქტის ფონზე ტოვებს და კონკურენტ გუნდში, „ალ-ჰილალში“ გადადის. მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა და ბენზემა კონტრაქტს 2027 წლამდე გააფორმებს.

კარიმ ბენზემამ „ალ-იტიჰადის“ მაისურით 2023 წლიდან 87 მატჩში 57 გოლის გატანა მოახერხა.

0.092346