ინგლისის პრემიერლიგის 24-ე ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ფულჰემს“ უმასპინძლა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა და ზედიზედ მესამედ გაიმარჯვა.
მაიკლ კერიკის გუნდი კაზემიროს გოლით დაწინაურდა და ტაიმი ასე მოიგო, ხოლო მეორე ნახევრის დასაწყისში მათეუშ კუნიამ სხვაობა ორამდეგ გაზარდა. „იუნაიტედს“ მშვიდად უნდა მოეგო, მაგრამ ბოლო წუთებზე მაგრად ინერვიულა.
რაულ ხიმენესმა და კევინმა „ოლდ ტრაფორდზე“ ორჯერ გაიტანეს და ანგარიში გათანაბრდა. „მანჩესტერი“ არ გატყდა, 94-ე წუთზე ბენჟამინ შეშკომ მესამე გოლი გაიტანა და 3:2.
„მანჩესტერ სიტისა“ და „არსენალთან“ მოგებების შემდეგ „იუნაიტედისთვის“ ეს სამი ქულა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. „მანჩესტერი“ 41 ქულით მეოთხე ადგილზეა, 7 თებერვალს კი, „“ტოტენჰემს“ უმასპინძლებს.
„მანჩესტერი“ – „ფულჰემი“ 3:2 (1:0)
გოლები: 1:0 კაზემირო (19), 2:0 კუნია (56), 2:1 ხიმენესი (85, პენ), 2:2 კევინი (90), 3:2 შეშკო (90)







