სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

19:52 | 1.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ჩირო იმობილე საფრანგეთის ჩემპიონატში გადავიდა

„ბოლონიას“ თავდამსხმელი ჩირო იმობილე კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში მოასპარეზე „პარიზში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

ვეტერანმა იტალიელმა ფორვარდმა "პარიზთან" კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

ჩირო იმობილე „ბოლონიაში“ გასულ ზაფხულს გადავიდა და 9 უგოლო მატჩი ჩაატარა. მანამდე ის „ბეშიქთაშში“ თამაშობდა, ასევე იყო „იუვენტუსის“, „პესკარას“, „ტორინოს“, „ჯენოას“, „დორტმუნდის“ და „სევილიას“ წევრი, კარიერის საუკეთესო პერიოდი კი „ლაციოში“ გაატარა, სადაც 340 მატჩში 207 გოლი გაიტანა.

„პარიზი“ საფრანგეთის ლიგა 1-ში თამაშობს, სადაც ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის.

0.092188