სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

19:10 | 1.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

"რეალმა" "რაიოსთან" ბოლო წუთზე მოიგო

მადრიდის „რეალმა“ ლა ლიგაში ზედიზედ მეექვსე თამაში მოიგო. 22-ე ტურში „სამეფო კლუბმა“ „რაიო ვალეკანო“ დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

ალვარო არბელოას გუნდი მე-15 წუთზე ვინისიუსის სწრაფი გოლით დაწინაურდა, მაგრამ გამარჯვება ძალიან გაუჭირდა. მეორე ტაიმი „რაიოს“ გოლით დაიწყო, როდესაც ხორხე დე ფრუტოსმა ანგარიში გაათანაბრა.

შემდეგ „რეალი“ უტევდა, მაგრამ გოლის გატანას ვერ ახერხებდა. მე-80 წუთზე „რაიო“ მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩა და მასპინძელთა უპირატესობა გაიზარდა. თუმცა, „რეალმა“ მიზანს მხოლოდ მატჩის მე-10 კომპენსირებულ წუთზე პენალტით მიაღწია, რომელიც კილიან მბაპემ გაიტანა. შემდეგ სტუმრებს კიდევ ერთი ფეხბურთელი გაუძევეს და მატჩი 9 მოთამაშით დაასრულეს.

„რეალმა“ 2:1 მოიგო, 53 ქულა დააგროვა, „ბარსელონას“ ისევ ერთადერთი ქულით ჩამორჩება და მომდევნო ტურში „ვალენსიას“ ესტუმრება.

„რეალი“ – „რაიო ვალეკანო“ 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 ვინისიუსი (15), 1:1 დე ფრუტოსი (49), 2:1 მბაპე (90, პენ)

0.090942