ავსტრალიის ღია პირველობის ფინალის შემდეგ კარლოს ალკარასმა და ნოვაკ ჯოკოვიჩმა კომენტარი გააკეთეს.
მათ ერთმანეთის მიმართ კომპლიმენტები არ დაიშურეს და ერთმანეთი შეაქეს.
კარლოს ალკარასი: „ნოვაკი აპლოდისმენტებს იმსახურებს. შენ თქვი, რომ საოცარ რაღაცეებს ვაკეთებ, მაგრამ ის, რასაც შენ აკეთებ, ნამდვილად შთამაგონებელია. არა მხოლოდ ჩოგბურთელებისთვის, არამედ ზოგადად სპორტსმენებისთვის. ყოველდღიურად შრომისმოყვარეობის მაგალითს იძლევი. მსიამოვნებს შენთან თამაში, შენი მატჩების ყურება, ეს ნამდვილად შთამაგონებელია. მადლობა ჩემს გუნდს, ვაფასებ თქვენს მხარდაჭერას. მადლიერი ვარ თითოეული თქვენგანის, ეს თქვენი თასიცაა“.
ნოვაკ ჯოკოვიჩი: „გილოცავ, კარლოს, საოცარი ტურნირი ჩაატარე. ვულოცავ შენს მწვრთნელს, ოჯახს და გუნდს. ისტორიულ, ლეგენდარულ რაღაცას აკეთებ. გისურვებ წარმატებებს მომავალ კარიერაში. ძალიან ახალგაზრდა ხარ, ჯერ კიდევ ბევრი დრო გაქვს, ისევე როგორც მე (იღიმის - რედ). დარწმუნებული ვარ, მომდევნო 10 წლის განმავლობაში ერთმანეთს ბევრჯერ შევხვდებით. ეს შესანიშნავი მოგზაურობა იყო: ყველანი მიყვარხართ“.
შეგახსენებთ, რომ 22 წლის კარლოს ალკარასმა დიდი სლემის ტიტულები შეკრა: აქამდე მას ორ-ორჯერ საფრანგეთის ღია პირველობა, უიმბლდონი და ამერიკის ღია პირველობა ჰქონდა მოგებული, ხოლო ავსტრალიის ღია პირველობაზე ფინალშიც არ იყო ნამყოფი. თუმცა, ამ სლემის მოგებაც შეძლო. ნოვაკ ჯოკოვიჩს კარიერაში 10-ჯერ მოუგია ავსტრალიის ღია პირველობა.







