სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

17:17 | 1.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჩაკვეტაძის "უოტფორდი" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა

„უოტფორდის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა ხავი გრასიამ დატოვა. ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად დადასტურა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კლუბს სჯეროდა გრასიასი და მასთან ერთად პრემიერლიგაში დაწინაურების, მაგრამ მწვრთნელი ფიქრობდა, რომ აღარ შეეძლო გუნდში მუშაობის გაგრძელება. „უოტფორდი“ იტყობინება, რომ პატივს სცემენ მწვრთნელის გადაწყვეტილებას.

3 თებერვალს, „ჰალთან“ მატჩში კლუბს ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელები ჩარლო დენიელსი, დენ გოსლინგი და ადრიან მარიაპა გაუძღვებიან, ხოლო ახალი მწვრთნელის ვინაობას კლუბი ამის შემდეგ დაასახელებს.

„უოტფორდმა“ მიმდინარე სეზონი პაულო პეცოლანოს ხელმძღვანელობით დაიწყო, რომელიც გუნდიდან ოქტომბერში გაუშვეს, მის ნაცვლად გრასია დანიშნეს, რომელმაც გუნდს 21 მატჩიდან 8 მოაგებინა (7 ფრე, 6 წაგება).

შეგახსენებთ, რომ „უოტფორდში“ გიორგი ჩაკვეტაძე და ნიკოლოზ ჩიქოვანი თამაშობენ, პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ ინგლისურ გუნდს სულ მალე საბა გოგლიჩიძეც შეუერთდება. „უოტფორდი“ ჩემპიონშიფში 43 ქულით მე-10 საფეხურს იკავებს და პლეი-ოფის ზონასთან 4-ქულიანი ჩამორჩენა აქვს.

0.093086