სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

16:33 | 1.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ზურიკო დავითაშვილი: "ბევრს ვიმუშავებთ და შედეგიც მოვა"

„სენტ ეტიენის“ ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა საფრანგეთის ლიგა 2-ის 21-ე ტურში „ბულონთან“ მარცხის (0:1) შემდეგ ისაუბრა.

ქართველმა შეტევმა, რომელიც გუნდს ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა, თქვა, რომ ძალიან რთული თამაში იყო:

„ჩვენი გულშემატკივრების წინაშე წაგება ძალიან ცუდია. რთული მატჩი იყო, წითელი ბარათის შემდეგ კიდევ უფრო რთული გახდა. კრეატიულობა გვაკლდა, რამაც გამოიწვია ის, რომ ძალიან ცოტა მომენტი შევქმენით. რთული პერიოდია, საიდანაც რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამოვიდეთ. გაგვიმართლა, რომ სატურნირო ცხრილში ისევ დაძაბული მდგომარეობაა. გვინდა, რომ ეს დღე დავივიწყოთ, „ბულონთან“ თამაში უნდა დავივიწყოთ და წინ გავიხედოთ. ცხადია, სამწუხაროა, როცა ჩვენი გულშემატკივრების წინაშე ვაგებთ. მინდა ვუთხრა მათ, რომ განაგრძონ ჩვენი მხარდაჭერა. ბევრს ვიმუშავებთ და შედეგიც მოვა. ეს კვირა არაფრით განსხვავდებოდა სხვებისგან, უბრალოდ, ვიცოდით, რომ მწვრთნელისთვის ჩვენთან ბოლო მატჩი იყო. მას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებთ კარიერაში“, - აღნიშნა დავითაშვილი.

„სენტ ეტიენი“ დატოვა მთავარმა მწვრთნელმა ეირიკ ჰორნელანმა, რომელიც ფილიპ მონტანიემ შეცვალა.

ზურიკო დავითაშვილს ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 17 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ერთხელ თავი საფრანგეთის თასზეც გამოიჩინა. „სენტ ეტიენის“ ახალი მწვრთნელი ფილიპ მონტანიე იქნება, რომელმაც კლუბი ლიგა 1-ში უნდა დააბრუნოს. „სენტ ეტიენი“ 21 ტურის შემდეგ 34 ქულით მეხუთე ადგილზეა.

0.098974