„სენტ ეტიენი“ მთავარმა მწვრთნელმა ეირიკ ჰორნელანმა დატოვა. დააანონსებული ინფორმაცია ფრანგულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
ნორვეგიელისთვის ბოლო მატჩი „მწვანეებში“ „ბულონთან“ აღმოჩნდა, რომელიც „სენტ ეტიენმა“ საკუთარ მოედანზე 0:1 წააგო და კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ კრიზისშია.
ჰორნელანმა „სენტ ეტიენი“ გასულ სეზონში ჩაიბარა, მაგრამ გუნდს ლიგა 1-ში ადგილი ვერ შეანარჩუნებინა, ხოლო მიმდინარე სეზონში ლიგა 2-შიც არასახარბიელო სიტუაცია აქვთ - მხოლოდ მეხუთე ადგილზე არიან.
„ბულონთან“ შეხვედრაში დაბრუნდა ზურიკო დავითაშვილიც, რომელიც ტრავმისგან გამოჯანმრთელდა. ქართველმა შემტევმა, რომელსაც მიმდინარე სეზონში ლიგა 2-ში 8 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 1 საფრანგეთის თასზე, მე-60 წუთიდან ითამაშა.
„სენტ ეტიენის“ ახალი მწვრთნელი ფილიპ მონტანიე იქნება, რომელმაც კლუბი ლიგა 1-ში უნდა დააბრუნოს. „სენტ ეტიენი“ 21 ტურის შემდეგ 34 ქულით მეხუთე ადგილზეა და კონკურენტებს ოთხი ქულით ჩამორჩება.







