სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

2:08 | 1.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონამ“ ლა ლიგის 22-ე ტურში „ელჩე“ დაამარცხა

„ესპანეთის“ ლა ლიგის 22-ე ტურის მატჩი, „ელჩესა“ და „ბარსელონას“ შორის, დასრულდა. კატალონიელებმა 3:1 გაიმარჯვეს.

„ბარსელონას“ თავდამსხმელმა ლამინ იამალმა ანგარიში მეექვსე წუთზე გახსნა. მასპინძელი გუნდის თავდამსხმელმა ალვარო როდრიგესმა ანგარიში 29-ე წუთზე გაათანაბრა. მე-40 წუთზე ფერან ტორესმა „ბლაუგრანა“ დააწინაურა. 72-ე წუთზე თავდამსხმელმა მარკუს რაშფორდმა „ელჩეს“ წინააღმდეგ მესამე გოლი გაიტანა, რითაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ლა ლიგის 22 მატჩის შემდეგ, „ბარსელონას“ 55 ქულა აქვს და ცხრილს ლიდერობს. 24-ქულიანი „ელჩეს“ მე-14 ადგილზეა.

„ბარსელონა“ 7 თებერვალს შინ „მალიორკას“ დაუპირისპირდება, ხოლო „ელჩე“ იმავე დღეს სტუმრად „რეალ სოსიედადს“ დაუპირისპირდება.

ესპანეთი. პრიმერა დივიზინი. 22-ე ტური. 31 იანვარი: ოვიედო - ჟირონა 1:0, ოსასუნა - ვილიარეალი 2:2, ლევანტე - ატლეტიკო 0:0, ელჩე - ბარსელონა 1:3

0.092999