ფეხბურთი

19:42 | 31.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

დავით ვოლკოვის გოლი აზერბაიჯანის ჩემპიონატში

აზერბაიჯანის ჩემპიონატის მე-19 ტურში „ზირა“ საკუთარ მოედანზე „საბაჰთან“ 1:3 დამარცხდა, ხოლო დავით ვოლკოვმა გოლი გაიტანა.

ქრთველი ფეხბურთელი თმაშში 62-ე წუთზე ჩაერთო და 83-ე წუთზე დალაშქრა მეტოქის კარი, რითაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:3. ასევე, 62-ე წუთიდან ითამაშა მასპინძელთა შორის გიორგი პაპუნაშვილმა.

ვოლკოვისთვის ეს მხოლოდ მესამე გოლი იყო აზერბაიჯანის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში (7 მატჩში).

„ზირა“ 29 ქულით მეხუთე ადგილზეა და მომდევნო ტურში 8 თებერვალს, „სუმგაითს“ ესტუმრება.

0.158096