რაგბი

19:50 | 30.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

20 წ. | სამხრეთ აფრიკასთან რუსთავსა და თბილისში

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებულ, მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან თებერვლის მიწურულს ორ ტესტ-მატჩს გამართავს.

თავდაპირველი ინფორმაციით ორივე შეხვედრა თბილისში, „ლელო არენაზე“ უნდა გამართულიყო, თუმცა დიდი 10-ის განახლების ერთი კვირით გადაწევის შემდეგ, ცვლილებები განხორციელდა.

22 თებერვალს, მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვიტო კოლელიშვილის სადებიუტო თამაშში, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები სამხრეთ აფრიკელ თანატოლებს რუსთავში, „ხარები არენაზე“ დაუხვდება, ხოლო 27 თებერვალს თბილისში, „ლელო არენაზე“ შეერკინება. ორივე თამაში 15 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელთა ნაკრები საქართველოს შარშან თებერვალშიც სტუმრობდა და მაშინ მეტოქემ სერიის ორივე შეხვედრა მოიგო - 38:29 და 27:12.

გუნდები 2026 წლის მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელსაც საქართველო, თბილისი და ქუთაისი 27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს.

RUGBY.GE

0.090284