ევროლიგის 25-ე ტურში „ბარსელონა“ პირეოსის „ოლიმპიაკოსს“ ესტუმრა, რომელთანაც 75:87 დამარცხდა.
„ბარსა“ პირელივე პერიოდში 14 ქულით ჩამორჩა, სიტუაცია კი შემდეგ ვეღარ შეცვალა და მარცხი განიცადა.
თორნიკე შენგელიამ 27 წუთში 12 ქულა, 8 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 8-დან 5 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა.
„ბარსელონა“ 16 მოგებით და 9 წაგებით ევროლიგაში მე-6 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 3 თებერვალს, „ფენერბაჰჩეს“ უმასპინძლებს.







