მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი ლეონ გორეტცკა დიდი ალბათობით, კარიერას მადრიდის „ატლეტიკოში“ გააგრძელებს.
ესპანური კლუბი გერმანელს ოთხწლიან კონტრაქტს სთავაზობს და ლეონიც თანახმაა, ესპანეთში გადავიდეს. ახლა მხარეები იმაზე მუშაობენ, რომ გორეტცკა „ატლეტიკოს“ იანვარში შეუერთდეს.
საქმე ისაა, რომ გორეტცკას „ბაიერნთან“ კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და „როხიბლანკო“ ზაფხულში მას უფასოდ დაიმატებს, მაგრამ ესპანელებს სურთ, რომ უკვე მიმდინარე სეზონშივე დაიმატონ.
ლეონ გორეტცკა „ბაიერნში“ 2018 წლიდან თამაშობს და 292 მატჩში 47 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის გელზენკირხენის „შალკეს“ და „ბოხუმის“ ღირსებას იცავდა.





