ფეხბურთი

21:08 | 29.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა საჯარიმოში ტრუბინის ჩასვლაზე: "კი, მაგრამ სად მიდის?"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლას არ მოეწონა, რომ „ბენფიკას“ მეკარე ანატოლი ტრუბინი „რეალთან“ მატჩის ბოლო წუთზე მეტოქის საჯარიმოში ჩავიდა.

საქმე ისაა, რომ „რეალი“ ანგარიშს თუ გაათანბრებდა, ტოპ 8-დან „მანჩესტერ სიტი“ ამოვრდებოდა, ამიტომაც, გვარდიოლამ მატჩის ბოლო წუთებს უყურა და „რეალის“ მარცხს გულშემატკივრობდა. შესაბამისად, არ მოეწონა, რომ უკრაინელმა მეკარემ თავისი კარი ცარიელი დატოვა.

„რეალი“ გოლს თუ გაიტანდა, ჩვენ საუკეთესო 8 გუნდს მიღმა დავრჩებოდით. ყველანი ვუყურებდით ბოლო წუთებს და არ ვიცოდით, რომ „ბენფიკას“ კიდევ ერთი გოლი სჭირდებოდა. როდესაც ტრუბინი საჯარიმოსკენ წავიდა, ვთქვი: „სად მიდიხარ? „რეალი“ თუ გაიტანს, ტოპ 8-დან გამოვარდებით“... მოურინიოს მადლობას აუცილებლად მივწერ.

„16-17 წლის, როდესაც პირველი სეზონი მქონდა, ჩემპიონთა ლიგა სხვა ტურნირი იყო. დღეს ნებისმიერი გუნდის წინააღმდეგ თამაში რთულია. ჩვენი მთავარი მიზანი 8 საუკეთესო გუნდში მოხვედრა იყო, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მჭიდროა სატურნირო ცხრილი. მიხარია, რომ პლეი ოფს არ ვითამაშებთ და იმედი მაქვს, მარტში საუკეთესო ფორმაში ვიქნებით“, - თქვა გვარდიოლამ.

„მანჩესტერ სიტიმ“ 16 ქულით მერვე ადგილი დაიკავა და 1/16-ფინალი თავიდან აიცილა, ხოლო მერვედფინალში ამ ოთხი გუნდიდან ერთ-ერთს შეხვდება: „რეალი“, „ინტერი“, „ბოდო გლიმტი“ ან „ბენფიკა“.

0.147414