ჩოგბურთი

18:47 | 29.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი ფრანგულ ჩელენჯერს გამოეთიშა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ქუიმპერის ჩელენჯერის მერვედფინალში დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

ქართველი ჩოგბურთელი ფრანგ ტომას ფორელს შეხვდა, რომლის წინააღმდეგ ორ სეტში მარცხი განიცადა. მეტოქე ორივე სეტში უპირატესობას ფლობდა და გამარჯვება არ გასჭირვებია - 6:3, 6:4. მატჩი მხოლოდ 1 საათს გაგრძელდა.

ბასილაშვილს 8 ეისი, მაგრამ 7 ორმაგი შეცდომაც ჰქონდა, ხოლო ფორელმა 3 ეისი და 1 ორმაგი შეცდომა მიითვალა. ნიკოლოზმა 38 უნებლიე შეცდომა დაუშვა, მაშინ, როცა მეტოქეს მხოლოდ 8 უნებლიე ჰქონდა, შესაბამისად, ამან თამაშის ბედი გადაწყვიტა.

ამრიგად, ბასილაშვილი გამოეთიშა ტურნირს და ATP-ს რეიტინგშიც უკუსვლა ელოდება.

0.159353