ფეხბურთი

20:27 | 28.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერს" ფრანგი ფეხბურთელის გადაბირება სურს

მილანის „ინტერს“ საუდის არაბეთის „ალ-იტიჰადიდან“ მუსა დიაბის გადაბირება სურს.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, იტალიურმა კლუბმა ფრანგ შემტევთან პირად შეთანხმებას მიაღწია, მაგრამ ახლა მოლაპარაკებებს „ალ-იტიჰადთან“ აწარმოებს და სწორედ არაბებზეა დამოკიდებული ტრანსფერი შედგება თუ არა. „ინტერს“ 26 წლის შემტევის დამატება იჯარით სურს.

მუსა დიაბიმ „ალ-იტიჰადში“ 2024 წლიდან 52 მატჩში 8 გოლი გაიტანა. მანამდე „ასტონ ვილასა“ და „ლევერკუზენში“ თამაშობდა. მან კარიერა პსჟ-ში დაიწყო და იტალიაში თამაშის გამოცდილებაც აქვს, სადაც „კროტონეში“ იყო განათხოვრებული.

0.085311