„სენტ ეტიენს“ მთავარი მწვრთნელი ეირიკ ჰორნელანი ტოვებს. ამის შესახებ L’Equipe იტყობინება.
გავლენიანი ფრანგული გამოცემის ინფორმაციით, ნორვეგიელმა სპეციალისტმა ფეხბურთელებს უკვე აცნობა, რომ 31 იანვარს, „ბულონთან“ მატჩი „სენტ ეტიენში“ მისთვის ბოლო იქნება. ჯერჯერობით, კლუბი ცნობას არ ადასტურებს და ისიც უცნობია, ვინ იქნება მისი შემცვლელი.
ეირიკ ჰორნელანმა „სენტ ეტიენი“ 2024 წლის შემოდგომაზე ჩაიბარა, მაგრამ გუნდს გასულ სეზონში ლიგა 1-ში ადგილი ვერ შეანარჩუნებინა, ხოლო მიმდინარე სეზონშინ ლიგა 2-ში „მწვანეები“ 34 ქულით მეხუთე ადგილე ადგილზე არიან, რაც კლუბის მიზნებსა და ამბიციებს არ შეესაბამება.







