ფეხბურთი

19:08 | 28.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ვესტ ჰემმა" ადამა ტრაორე დაიმატა

ლონდონის „ვესტ ჰემ იუნაიტედმა“ „ფულჰემიდან“ ადამა ტრაორე დაიმატა. ტრანსფერი უკვე ოფიციალურად დადასტურდა და 30 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტი გააფორმა.

ტრაორეს შეძენა „ვესტ ჰემის“ მთავარ მწვრთნელ ნუნუ ეშპირიტუ სანტუს სურდა, რომელიც ფეხბურთელს „ვულვზიდან“ კარგად იცნობს. გარიგების საფასური მხოლოდ 2 მილიონი გირვანქა სტერლინგია.

ადამა ტრაორე „ფულჰემში“ 2023 წლიდან თამაშობდა და 78 მატჩში 4 გოლი გაიტანა. მანამდე „ვულვზის“, „მიდლსბროს“, „ასტონ ვილას“ და „ბარსელონას“ ღირსებას იცავდა.

0.159402