ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა საფრანგეთში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე წარმატებული სტარტი აიღო. ბასილაშვილმა ფრანგი იანის ღაზუანი დიურანი ორ სეტში (6:4,7:5) დაამარცხა და ტურნირის შემდეგ ეტაპზე გავიდა.
შეხვედრაში ბასილაშვილი დამაჯერებლად გამოიყურებოდა, აქტიურად თამაშობდა შეტევაში და მეტოქეს შანსი პრაქტიკულად არ დაუტოვა. ეს გამარჯვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართველი ჩოგბურთელისთვის, რომელმაც მიმდინარე წელი არცთუ ისე კარგად დაიწყო და ჩატარებული ორი შეხვედრიდან ორივე წააგო.
ნიკოლოზ ბასილაშვილი ამჟამად ATP-ი რეიტინგში 105-ე ადგილზე იმყოფება, ხოლო მომდევნო ეტაპზე მისი მეტოქის ვინაობა მატეო მარტინუსა და ტომას ფაურელს შორის გამარჯვებული იქნება.







