სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

15:17 | 28.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერ იუნაიტედი“ კოლ პალმერის ტრანსფერზე ფიქრობს

ინგლისური მედიის ინფორმაციით, „მანჩესტერ იუნაიტედი“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის წინ სერიოზულად განიხილავს „ჩელსის“ და ინგლისის ნაკრების ვარსკვლავის კოლ პალმერის დამატებას.

TEAMtalk-ის ცნობით, თავად ფეხბურთელი მზად არის კარიერაში ახალი ნაბიჯისთვის და „ოლდ ტრაფორდზე“ გადასვლას დადებითად უყურებს. თუმცა ტრანსფერის განხორციელება მარტივი არ იქნება, რადგან "ჩელსი“ პალმერის სანაცვლოდ მინიმუმ 150 მილიონ ფუნტს ითხოვს, რაც პრემიერ ლიგის ისტორიაში რეკორდული თანხა იქნება.

23 წლის ნახევარმცველი ბოლო პერიოდში „ჩელსის“ ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა და მისი სტაბილური თამაში არაერთი გრანდის ყურადღებას იპყრობს. მიუხედავად ინტერესისა, ლონდონელები არ ჩქარობენ წამყვანი ფეხბურთელის გაყიდვას და მხოლოდ მაქსიმალური წინადადების შემთხვევაში აპირებენ მისი გაშვების განხილვას.

0.090784