სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

0:15 | 28.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ტორინომ" საბა საზონოვი იტალიურ გუნდს შესთავაზა

„ტორინოში“ საბა საზონოვის მომავალი გაურკვეველია. როგორც იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სანტი იტყობინება, ტურინელებმა საზონოვი „ფიორენტინას“ შესთავაზეს.

„ტორინოს“ „ფიორენტინადან“ ცენტრალური მცველის, ლუკა რანიერის შეძენა სურს და მისი აგენტი „ხარებთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს. „ტორინო“ ფლორენციულ კლუბს სანაცვლოდ კრისტიანო ბირაგის ან საბა საზონოვს სთავაზობს - ერთ-ერთს. ფლორენციელთა პასუხი უცნობია.

კლუბი ფეხბურთელის გასხვისებას ცდილობს, თუმცა, როგორც ჩანს, ქართველი მცველით მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში სერიოზული ინტერესი არ არსებობს.

ფაქტია, რამდენიმე დღეში სატრანსფერო ფანჯარა იხურება, საზონოვი ჯერ კიდევ ტურინულ გუნდში რჩება, სადაც მას სათამაშო პრაქტიკა საერთოდ არ აქვს და განაცხადშიც ვერ ხვდება.

საბა საზონოვი „ტორინომ“ 2023 წელს შეიძინა და მას შემდეგ იტალიურ გუნდში 13 მატჩი ჩაატარა, თუმცა, ერთადერთხელ იყო ძირითად შემადგენლობაში. გასულ სეზონში „ემპოლიში“ იყო განათხოვრებული, სადაც არ უთამაშია, რადგან მთელი სეზონი ტრავმის გამო გაუცდა. საბა მოედანზეც არც მიმდინარე სეზონში გასულა, მიუხედავად იმისა, რომ ამჯერად ტრავმა არ აქვს.

0.092928