სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

22:38 | 27.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლორენცო ინსინიე კარიერას სერია B-ში გააგრძელებს

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი ლორენცო ინსინიე შესაძლოა სამშობლოში დაბრუნდეს და კარიერა „პესკარაში“ გააგრძელოს.

როგორც იტალიური მედია იტყობინება, ინსინიე „პესკარას“ თავისუფალი აგენტის შეუერთდება. მხარეებს შორის კონტრაქტი მალე უნდა გაფორმდეს.

ლორენცო ინსინიემ „პესკარაში“ 2011-2012 წლების სეზონი იჯარით გაატარა და 38 მატჩში 20 გოლი გაიტანა, რითაც გუნდს სერია A-ს საგზურის მოპოვებაში დაეხმარა.

იტალიელი 2022 წლიდან „ტორონტოში“ გამოდიოდა, სადაც 76 თამაშში თავი 19-ჯერ გამოიჩინა. ინსინიეს ასევე უთამაშია „კავეზესა“ და „ფოჯაში“, ხოლო კარიერის საუკეთესო წლები „ნაპოლიში“ გაატარა, სადაც 434 შეხვედრაში 122 გოლი გაიტანა.

0.169359