ფეხბურთი

21:59 | 27.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ასტონ ვილამ" ინგლისელი ფორვარდი დაიმატა

ბირმინგემის „ასტონ ვილამ“ სტამბოლის „ბეშიქთაშიდან“ ტამი აბრაჰამი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

აბრაჰამი „ვილა პარკზე“ 21 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაბრუნდა და კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

ტამი აბრაჰამი „ასტონ ვილაში“ 2018-2019 წლებში თამაშობდა და 40 მატჩში 26 გოლი გაიტანა, რითაც გუნდს პრემიერლიგაში დაბრუნებაში დაეხმარა. მიმდინარე სეზონში მან „ბეშიქთაშში“ 26 თამაშში თავი 13-ჯერ გამოიჩინა.

კარიერის განმავლობაში ინგლისელს „ჩელსიში“, „ბრისტოლ სიტიში“, „სუონსიში“, „რომასა“ და „მილანშიც“ უთამაშია.

გარდა ამისა, „ასტონ ვილაში“ ბრუნდება დუგლას ლუისი, რომელიც „იუვენტუსიდან“ იჯარით დაიმატეს. მან უკვე გააფორმა კონტრაქტი, მაგრამ კლუბი ტრანსფერს ოფიციალურად მალე დაადასტურებს.

0.089889