ფეხბურთი

21:05 | 27.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ლაციომ" დანიელ მალდინი დაიმატა

დანიელ მალდინი კარიერას ბერგამოს „ატალანტადან" რომის „ლაციოში“ გააგრძელებს.

ტრანსფერზე შეთანხმება მიღწეულია და ოფციალურად დადასტურდა. მალდინი „ლაციოს“ სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდა, ხოლო მისი გამოსყიდვა რომაელებს ზაფხულში 11 მილიონ ევროდ შეეძლებათ. გამოსყიდვის ვარიანტი შეიძლება ვალდებულებად იქცეს, თუ „ლაციო“ ევროტურნირებზე გასვლას მოახერხებს.

დანიელ მალდინიმ, რომელიც პაოლო მალდინის შვილია, „ატალანტაში“ 22 მატჩში 3 გოლი გაიტანა. მანამდე იტალიელ შემტევს „მილანში“, „სპეციაში“, „ემპოლისა“ და „მონცაში“ უთამაშია.

0.089933