ფეხბურთი

19:59 | 27.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

ფლიკი: "თავდაჯერებულები ვართ, მიზანი 8 გუნდში მოხვედრაა"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ჩემპიონთა ლიგის მერვე ტურში „კოპენჰაგენთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

როგორც მან თქვა, მიზანი ტოპ 8 გუნდში მოხვედრაა, მაგრამ დანიური კლუბის წინააღმდეგ ადვილ თამაშს არ ელოდება.

„იმედი მაქვს, გუნდი თავს კარგად და თავდაჯერებულად გრძნობს. პატივი უნდა ვცეთ “კოპენჰაგენს”. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი საქმის კეთებაა და მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. ადვილი მატჩი არ იქნება. მიზანი რვა საუკეთესო გუნდში მოხვედრაა. ჩვენ ჩვენს თამაშზე ვართ კონცენტრირებულები, იმაზე, თუ რა გველის წინ. „კოპენჰაგენთან“ რთული მატჩი გველის. საბაბს არ ვეძებთ, მოტივირებულები და თავდაჯერებულები ვართ. დარწმუნებულები ვართ ჩვენს სტილში, იმაში, თუ როგორ ვთამაშობთ. ეს ჩემპიონთა ლიგაა და საქმე ჩვენი სრული პოტენციალის გამოვლენას ეხება. ფერან ტორესი? ის კარგადაა, ფორმაშია, ხვალინდელი დღისთვის მზადაა. მიხარია, რომ ასე სწრაფად გამოჯანმრთელდა“, - თქვა ფლიკმა.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ საკუთარ თავზეა დამოკიდებული და „კოპენჰაგენს“ თუ დაამარცხებს, საუკეთესო 8 გუნდში მოხვდება, რაც პირდაპირ მერვედფინალის საგზურს მოუტანს.

0.100169