„სენტ ეტიენის“ ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი ტრავმისგან გამოჯანმრთელდა და გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა.
ქართველ შემტევს დაზიანების გამო ბოლო ორი მატჩი გაუცდა, მაგრამ 31 იანვარს, „ბულონთან“ შეხვედრისთვის სავარაუდოდ, მწვრთნელის განკარგულებაში იქნება.
შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილს „სენტ ეტიენის“ მაისურით მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 17 შეხვედრაში 9 გოლი აქვს გატანილი (8 ლიგა 2-ში, 1 საფრანგეთის თასზე), ხოლო ერთხელ საგოლე პასი გააკეთა.





