ფეხბურთი

16:11 | 27.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერს" პატრიკ დორგუ 2 თვით გამოაკლდა

„მანჩესტერ იუნაიტედს“ მარცხენა მცველი პატრიკ დორგუ გამოაკლდა.

დანიელი ფეხბურთელი კუნთის ტრავმის გამო დაახლოებით 10 კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს, ასე რომ ორი თვე გუნდს ვერ დაეხმარება.

მიმდინარე სეზონში პატრიკ დორგუმ „მანჩესტერის“ მაისურით ყველა ტურნირზე 24 მატჩი ჩაატარა და 3 გოლის გატანა შეძლო.

0.15701